26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - 8 დაშავებულს შორის 6 მცირეწლოვანია 

აფეთქება გუშინ, დიდ დიღომში, ფირალიშვილების ბინაში მოხდა. გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომლის გადარჩენაც მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე "იმედის" კლინიკის ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მისი ტყუპის ცალი და და კიდევ ერთი ძმა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია, იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ბავშვების დედაც.

რაც შეეხება დაშავებულებს, ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო სულ 8 პირმა. მათ შორის 6 ბავშვია, რომლებიც იაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებულები.

2 პაციენტი კი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები