26 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ვერაზე - დაკავებულ გიორგი ადუაშვილს და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ადუაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც დღეს დატოვებს, უკვე გამოიკითხა. თუმცა, ის სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობას.

„კურიერის“ ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის სროლას წინ, გარჩევა უძღოდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟიკო კორკოტაშვილია.

არსებული ინფორმაციით, საქმის მთავარი მონაწილეები გიორგი ადუაშვილი და ზურაბ კუჭავა სწორედ კორკოტაშვილის სახლში იმყოფებოდნენ და პირველი უთანხმოებაც შანიძის ქუჩაზე დაიწყო.

საქმეში მინდია გოგოჭურისა და დათო კაჭარავას ახლო გარემოცვა ფიგურირებს. შსს-ს ვერსიით, სწორედ გიორგი ადუაშვილმა ესროლა ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ მანქანას რომელსაც სავარაუდოდ, ზურაბ კუჭავა მართავდა. გამოძიება დაკავებულებს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დღის ამბები