26 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
გლოვა პოლონეთში - გდანსკის მოკლული მერის პატივსაცემად სანთლებით გიგანტური გული გამოსახეს

პოლონელები გდანსკის მოკლულ მერს იხსენებენ. ათასობით ადამიანი ქალაქში ანტიკომუნისტური მოძრაობის დაარსების ადგილას შეიკრიბა და პაველ ადამოვიჩის ხსოვნის პატივსაცემად სანთლებით გიგანტური გული გამოსახა.

ადამოვიჩი, რომელსაც გდანსკის მერის პოსტი 20 წლის განმავლობაში ეკავა, 80-იან წლებში სოლიდარობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო.

მას რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო კონცერტის დროს სცენაზე თავს დაესხნენ. დანით მიყენებული ჭრილობებით ადამოვიჩი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები