02 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
ქალაქი ნაღმზე - სპეციალისტები თბილისში გაზის მილების და აღჭურვილობის გაუმართაობაზე საუბრობენ 

ქალაქი ნაღმზე - ეს სახელი სპეციალისტებმა თბილისს დაარქვეს. მათი მტკიცებით, გაზგაყვანილობის მილები დედაქალაქის ძველ და ახალ კორპუსებში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით არის დამონტაჟებული. ბუნებრივი აირი უმეტესად პოლიეთილენის მილებში გადის, რომელიც სიცივესა და სიცხეში ფორმას კარგავენ, რაც გაზის გაჟონვის მიზეზი ხდება. 

ბოლოს კორპუსი გაზის გაჟონვის გამო თბილისში 15 ნოემბერს აფეთქდა. ექსპერტი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ფონიჭალის ტრაგედია გაკვეთილად ვერ იქცა და ამ შემთხვევის შემდეგ ბუნებრივ აირში ოდორანტი რომ დაემატებინათ, დიდ დიღომში იგივე აღარ განმეორდებოდა. ოდორანტი სპეციალური ნივთიერებაა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს და ბუნებრივი აირის გაჟონვას უფრო საგრძნობს ხდის. ბოლო ორი წლის წინ ამ ნივთიერების გაზში შერევის შემდეგ მთელ ქალაქში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იდგა. სპეციალისტებისთვის ეს არის დასტური, რომ ქალაქში ათასობით კუბი აირი იფრქვევა.

წელიწადში 62 მილიონი კუბამეტრი ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა. დანაკარგი ორ ნაწილად იყოფა. გაზის ნაწილი მაგისტრალური მილსადენებიდან იკარგება, ანუ ვიდრე აბონენტის მრიცხველში გაივლის. ამ დანაკარგს "ყაზტრანსგაზი" ზარალად აღრიცხავს და ის ტარიფში აისახება. გზაში მრიცხველიდან გაზქურამდე ჰაერში იფრქვევა ბუნებრივი აირი, ოღონდ ეს დანაკარგი უკვე ოჯახებს ეწერებათ და საფასურსაც მოქალაქეები იხდიან.

2018 წელს მხოლოდ თბილისში გაზის გაჟონვით 98 მოქალაქე მოიწამლა და 27 გარდაიცვალა.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი აირის მილგაყვანილობების კონტროლი, ისევე როგორც მონტაჟი, თავად გაზგამანაწილებელი კომპანიების მოვალეობებია.

 

დღის ამბები