13 ნოემბერი 2019,   20:57
ვრცლად
"მაგთი" და "ჯეოსელი" ანუ იგივე "სილქნეტი" მომსახურების საფასურს აძვირებს

"მაგთი" და "ჯეოსელი", ანუ იგივე "სილქნეტი" მომსახურების საფასურს აძვირებს. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები სააბონენტო გადასახადს აწესებენ და პაკეტების ღირებულებასაც 2-დან ხუთ ლარამდე ზრდიან. ანუ, მაგალითად, თუ ულიმიტო ზარები და SMS შეტყობინებები თვეში 25 ლარი ღირდა, თებერვლიდან მისი ღირებულება 30 ლარამდე გაიზრდება.

მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამბობენ, რომ კანონიერ ბერკეტებს გამოიყენებენ, რათა არ მისცენ "მაგთის" და "ჯეოსელს" მობილური კავშირის მომსახურების გაძვირების საშუალება. 

„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ფასები გაიზარდოს, ამიტომ გავაკეთეთ ეს განცხადება. ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გაგვაჩნია იმისთვის, რომ თუ ასეთს ექნება ადგილი, ასეთ არაკანონზომიერ ქმედებას, რომ ეს არაკანონზომიერი ქმედება აღვკვეთოთ. მე მაქვს იმედი, რომ კომპანიები არ გააკეთებენ და წინდახედულად მოიქცევიან და სანამ კომისიასთან არ გაივლიან ამ საკითხებს, მანამდე არ გააძვირებენ. თუ მაინც ასე მოიქცნენ, ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენოს,“ - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

დღის ამბები