02 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
საქართველოში კრიმინოგენული ვითარება 60%-ით გაზრდილია - გაერთიანებული ოპოზიცია სტატისტიკას აქვეყნებს

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში კრიმინოგენული ვითარების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა. 

შემცირებულია საქმეების გახსნის მაჩვენებელიც, რაზეც ოპოზიცია პასუხიმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით, საგანგაშოდ არის გაზრდილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შემთხვევებიც. დღეის მდგომარეობით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 170 პროცენტით არის მომატებული.

„სამოცი პროცენტით გაიზარდა დანაშაული 2018 წელს 2017 -თან შედარებით. 18 პროცენტით იკლო გახსნამ ამ დანაშაულის. თვითმკვლელობამდე მიყვანა 170 პროცენტით გაიზარდა. თვითმკვლელობის მცდელობა 34 პროცენტით გაიზარდა,. ქურდობა გაიზარდა 89 პროცენტით. ძარცვა - 30 პროცენტით. ეს ხომ არ არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის არჩევნებთან დაკავშირებით და ხარკს ხომ არ იხდის დრეს ხელისუფლება იმ მდგომარეობის გაუარესებით, რაც მიიღო კრიმინალის თარეშთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი პაატა დავითაია.

დღის ამბები