06 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სახალხო დამცველს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ომბუდსმენთან ერთად იმ კრიტერიუმებს განიხილავენ, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატები უნდა შეარჩიონ.

მათი თქმით, პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს რეგულაციები და კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მოსამართლეების შერჩევის პროცესს მაქსიმალურად ობიექტურს გახდის.  ანა დოლიძე ამბობს, რომ უზნეაეს სასამართლოში დასანიშნი  მოსამართლეების მხრიდან კანდიდატურების მოხსნა დროებითი უკან დახევაა

„მე მართალი გითხრათ, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ ჩინჩალაძეში გაიღვიძა ანტონინ სკალიამ, ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ძალიან ცნობილი, ან ოლივერ ვენდელ ჰოუმსმა, ან ილია ჭავჭავაძემ გაიღვიძა და ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ის დამოუკიდებელ სასამართლოს მოემსახურება. ბუნებრივია, რომ ამ ტიპის ჯადოქრობების და სასწაულების არ მჯერა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაბიჯი. დროებითი უკან დახევა, იმიტომ რომ მათ გარანტირებული აქვთ სხვა ტიპის დაპირება ან სხვა ტიპის გამარჯვება. ამიტომ, ჩვენ  არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ეს სია უკან გაიტანეს და ამიტომ მოვეშვათ., ბუნებრივია, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს ნაზი ჯანეზაშვილს.

„განცხადება, რომელიც გაავრცელეს მოსამართლეებმა, კვლავ ბუნდოვნად და ღიად ტოვებს იმ საკითხს, აპირებენ თუ არა ისევ მომავალში, რომ განაცხადონ პრეტენზია, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ეს ერთობლივი განცხადება ადასტურებს იმას, რომ კლანი ნამდვილად არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ განცხადებას ამ ფორმით არ დაწერდნენ. თანაც ამ განცხადებაში იკვეთება ისიც, რომ ისინი არ აპროტესტებენ არსებულ პროცედურებს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

დღის ამბები