26 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
გერმანიამ და საფრანგეთმა მეგობრობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს

გერმანიამ და საფრანგეთმა მეგობრობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს. სიმბოლურ დოკუმენტს ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა ხელი გერმანიის ქალაქ აახენში მოაწერეს.

ცერემონიას გერმანელ და ფრანგ მინისტრებთან ერთად ევროკავშირის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

ხელშეკრულება 1963 წელს ხელმოწერილი ელისეს ხელშეკრულების ანალოგიურია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა ევროპაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და მთავარი აქცენტი კონტინენტზე ნაციონალიზმისა და პოპულიზმის საფრთხეზე გააკეთა.

დღის ამბები