26 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
ულტიმატუმი ხელისუფლებას - მოჭიდავეთა ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს 

მოჭიდავეების ულტიმატუმი „ქართული ოცნების“ გუნდს - თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, მაშინ სპორტსმენების ერთ ნაწილი პროტესტის ნიშნად ვარჯიშს შეწყვეტს და შემდეგ შესაძლოა უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტში მოჭიდავეთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და გეგა გეგეშიძის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს. სპორტსმენთა ნაწილი ამბობს, რომ ძალადობა სპორტის ამ სახეობის განუყოფელი ნაწილია.

სპორტსმენების ეს ნაწილი ინციდენტის პროვოცირებაში თავად ზურაბ დათუნაშვილს ადანაშაულებს. გეგე გეგეშიძის ინტერესებს ჭიდაობის ფედერაციასთან დღეს ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლები და კორცხელის ინციდენტის მონაწილეებიც იცავდნენ. მათი განცხადებით, გეგეშიძის დაკავებით ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა.

თავად ზურაბ დათუნაშვილი ”სპორტულ ოჯახს” ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს რომ სპორტსმენებზე ზეწოლა ხდება.

გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო რაც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები გაუშვა. ვიდეო მასალა სპორტის სასახლეშია გადაღებული. კადრში გეგა-თამაზ გეგშიძე ჩანს, რომლსაც ხელში ჯაჭვი უჭირავს და მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს რამდენჯერმე ურტყავს .ორგზის ევროპის ჩემპიონის დაზიანებები მძიმე იყო და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ეს კადრები ახლა გეგეშიძის სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები