23 დეკემბერი 2024,   04:08
ვრცლად
საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური სკანდალის ზღვარზე - ყარაბაღის ომის მონაწილეს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს

საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური სკანდალის ზღვარზეა. მეგობარი სახელმწიფოს მწვავე რეაქცია ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის გახსნას მოჰყვა.

ბაქოსთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა იმ ადამიანისთვის ძეგლის დადგმა, რომელიც მთიან ყარაბაღში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და ბავშვებსა და ქალებს უსწორდებოდა.

პოლიტიკოსებზე უფრო მწვავე, აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორის რეაქციაა. ბაქოში ამბობენ, რომ საქართველოში ყარაბაღის ომის მონაწილეს ძეგლი აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მძიმე დღეს, 20 იანვარს დაუდგეს. ამ დღეს აზერბაიჯანი 1990-იან წლებში ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს გლოვობს. მაშინდელ სისხლიან მოვლენებს 134 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის დადგმა ხელისუფლების უმაღლეს შტოებთან იყო შეთანხმებული, რადგან პრეზენტაციას "ქართული ოცნების" ორი დეპუტატი, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ დაპატიჟეს სომხეთის ელჩი საქართველოში. სოფელ ბუღაშენში ყვებიან, რომ ახალქალაქის მოსახლეობისთვის მიხაილ ავაქიანი გმირია და ძეგლიც ამიტომ დაუდგეს.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურა პატარაძე განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაიბარეს. საპროტესტო გზავნილით მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი.

 

ავოტრი: ჯეიჰუნ მუჰამედალი.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები