26 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
"ძირითადად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად“ -შსს-ში NDI-ის კვლევას ეხმაურებიან

NDI-ის კვლევას , სადაც მოქალაქეთა მხრიდან პოლიციის ნდობასა და კრიმინალის დონეზეა საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, მართალია, მოსახლეობის 43% გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს, თუმცა 67%  პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიმინალთან დაკავშირებით მოსახლეობის შეფასებები სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კრიმინალის კუთხით არსებული ტენდენციები და საზოგადოების განწყობები. ჩვენი არჩევანი იყო, რომ გამოგვექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა 2018 წლის დასაწყისიდან. ტენდენციები უკვე, გარკვეულწილად, ასახულია იმ კვლევაში, რომელიც NDI-მ დღეს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ არის პოზიტიური ტენდენციები. ძირითადად, მოსახლეობის და გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას აფასებს დადებითად,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები