18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
ექსკლუზივი - "კურიერმა" მოიპოვა ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ბინაში წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი იყო და მაცხოვრებლებმა ის თვითნებურად ჩართეს

"კურიერიმა" მოიპოვა ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ბინაში გაზი ჩაჭრილი იყო და მაცხოვრებლებმა თვითნებურად ჩართეს. ოქმი 2018 წლის მარტშია გაცემული. ინფორმაციას ამის შესახებ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელიც ადასტურებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. 

"ყაზტრანსგაზში" ამბობენ, რომ აღნიშნულ ბინაში გეგმიური რევიზიის დროს ნანახი იქნა კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი რა დროსაც მოხდა მისი ჩაჭრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად ბინის მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა.

„შემოწმებისას დაგვხვდა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი, რომელიც ყაზტრანსგაზის თბილისის თანამშრომლებმა ჩახსნეს გეგმიური რევიზიის დროს. მობინადრემ  თვითნებურად მიაერთა წყალგამაცხელებელი, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია ეს შედეგი. გაზის გაჟონვასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ შემთხვევას. სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგად მოხდა ეს შემთხვევა,“-განაცხადა ყაზტრანსგაზის წარმომადგენელმა.

შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები