18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
10 მილიონი ევრო - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის კომპენსაცია დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს, 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საუბარია სულ მცირე 1500 დაზარალებულზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი დიდი პალატის 16-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგო მხოლოდ ერთი მოსამართლე წავიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ ის ქართველები, რომელთა მიმართებაშიც კონვენციის მხოლოდ ერთი მუხლი დაირღვა, 2 ათას ევროს მიიღებენ. 10 ათასიდან 15 ათას ევრომდე უნდა გადაუხადოს რუსეთმა იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართ კონვენციის ორი მუხლი დაირღვა.

„2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს, მე ასე დავარქმევდი, გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება, რადგან, როგორც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ეს სისუსტე გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ 2007 წელს საქართველოს მთავრობა, მართალია დაობდა, რომ 4000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავდა ამ საქმეს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებულის ვინაობა  ჰქონდა წარდგენილი.

2015 წელს, ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ეს სისუსტე ჩვენს წინააღმდეგ და უკვე  მრავალი წლის შემდეგ მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს, რომ დაინტერესებულიყო მსხვერპლთა რეალური ვინაობით.

ჩვენ მოგვიწია, 2015 წლიდან დავკავშირებოდით თითოეულ დაზარალებულს ვინც კი იყო ჩვენთვის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეალური მონაცემები​ დაარქივებული არ დაგვხდა, არაერთმა რეალურმა მსხვერპლმა, უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე ,რადგან მათ სურდათ რუსეთში ცხოვრება და იქ დარჩენა , რადგან იქ იყვნენ დაბრუნებული, არაერთ მათგანს მიღებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის ნაცვლად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ 1795 პირის მონაცემი წარგვედგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და დრეს ჩვენ ვხედავთ,რომ   10 მილიონი ევრო რუსეთის ფედერაციამ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჩაურიცხოს“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები