17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - დაკავებულია 16 პირი

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - დაკავებულია 16 პირი. დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებულია 16 პირი. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს,“ - განაცხადა ბორცვაძემ. 

ბორცვაძის განცხადებით, გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამავრცელებელი სხვა პირების დადგენის მიზნით.

დღის ამბები