17 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ - 20 ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს

ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებას მიმართავს. 20 პოლიტიკური ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლას ითხოვს. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დღეს მათ პარლამენტის სპეციალური განცხადებით მიმართეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში არჩევნების ჩატარების ძირითად წესად ჩაწერილია პროპორციული არჩევნები, მაგრამ რატომღაც, მმართველი გუნდის ძალისხმევით შემდგომი არჩევნები შერეული წესით უნდა ჩატარდეს. ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ არჩევნები 2020 წელსვე უკვე პროპორციული წესით უნდა გაიმართოს.

„პარლამენტის ბიუროს და პროცედურულ საკითხთა კომიტეტის საქმეა და ჩვენ მათგან მოველით,რ ომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, კონსტიტუციურად დადგენილ ვადებში მიეცემა ამას მსვლელობა,“-ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საკითხის ირგვლივ სრული ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება და ერთადერთი პარტია, "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

"არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ისტორია გამოცდილება არავინ თვლის, რომ პროპორციული სისტემით შეიქმნება კრიზისი, პირიქით, ქვეყანაში იქმნება კრიზის როდესაც ერთპარტიული მმართველობაა,როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს და როდესაც ხელისუფლება მეორე ვადას მთლიანად უთმობს არა ქვეყნის განვითარებას, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებას,“-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ არსებული სისტემა ხელისუფლებას დაახლოებით 25-30% ოდენობით მანდატს „აპარინებს“. 

„ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს - მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

დღის ამბები