17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
„ოცნების" ოფისიდან მოპარული თანხა - საქმეში დაზარალებულად ცნობილი არ ადასტურებს, რომ ფული მისი იყო

ქართული ოცნების ვაკის ოფისიდან მოპარული თანხა და ბურუსით მოცული სისხლის სამართლის საქმე - პროკურატურა ამ დრომდე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტებმა, რომლებიც ამჟამად დაკავებულები არიან, ოფისიდან სეიფი გაიტაცეს. მასში კი არა ქართული ოცნების თანხა, არამედ ამ ოფისის იურისტის პირადი ფული იდო.

საქმის მასალების მიხედვითაც, ერთ-ერთ დაზარალებულად სწორედ გიორგი ასანიშვილია მითითებული. თუმცა, საინტერესოა ის, რომ თავად გიორგი ასანიშვილი ქართული ოცნების ამ ოფისთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ იქ იურისტად არასდროს უმუშავია და მხოლოდ მისი მეგობრების მოსანახულებლად მიდიოდა ხოლმე. 

გიორგი ასანიშვილი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს ის საერთოდ არ იყო საქართველოში. 

„არ ვიყავი მაგ დროს საქართველოში და ზოგადად, მაგ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. პარტიის იურისტი არ ვარ. ჩემი მეგობრები მუშაობდნენ და მივდიოდი ხოლმე,“ - განაცხადა გიორგი ასანიშვილმა.

მომხდარის შემდეგ ვაკის გამგებელი და თბილისის მერი ამბობდნენ, რომ ქურდობის დროს პარტიას არანაირი ზიანი არ მიადგა. არადა, საქმეში აღნიშნულია, რომ პარტიის ოფისიდან მთლიანად სეიფია გატანილი.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები