26 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
აქცია „ელმავალმშენის“ წინააღმდეგ - თანამშრომლები 4 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

სააქციო საზოგადოება  "ელმავალმშენებლის" თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი ადმინისტრაციისგან 4 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების შესასრულებლად კომპანიას 21 დღის ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ გაფიცვას აანონსებენ.

„ეს უნდა გადაიხადონ, იმიტომ, რომ ჩვენს უკან ოჯახებია, შვილებია, შვილიშვილებია,“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელბერდი სამხარაძე.

დღის ამბები