26 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თავისუფლების მოედანზე - დაშავებულია ერთი მოზარდი

ავტოსაგზაო შემთხვევა თავისუფლების მოედანზე - დაშავებულია ერთი მოზარდი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, დაშავებულია ერთი მოზარდი. ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები