26 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
აშშ-ის ხელისუფლება არის განსახიერება ბოროტების, ძალადობის, ქაოსის შექმნისა და ომების წაქეზების - აიათოლა ალი ჰამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ დევიზი "სიკვდილი ამერიკას" არა ამერიკელი ხალხის, არამედ დონალდ ტრამპისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელების წინააღმდეგაა მიმართული.

განცხადება ამის შესახებ აიათოლა ალი ჰამენეიმ ირანის ისლამური რევოლუციის მე-40-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების მეთაურებთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

ჰამენეის შეფასებით, სლოგანი აქტუალობას მანამდე არ დაკარგავს, ვიდრე ვაშინგტონი თეირანის მიმართ მტრულ პოლიტიკას არ შეწყვეტს.

ირანის სულიერი ლიდერის თქმითვე, შეერთებული შტატების ხელისუფლება არის განსახიერება ბოროტების, ძალადობის, ქაოსის შექმნისა და ომების წაქეზების.

დღის ამბები