26 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ბარსელონასთან ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა

სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში - ბარსელონას შემოგარენში ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა. არის მსხვერპლიც.

წინასწარი ინფრომაციით, ერთ-ერთი მატარებლის მემანქანე ადგილზე დაიღუპა, დაშავდა 90 ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიების ცნობით, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ორი მატარებელი დაუდგენელი მიზეზით ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდა. რკინიგზის დეპარტამენტი ამ მიზეზის დადგენას ცდილობს.

დღის ამბები