26 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
II მსოფლიო ომამდე შექმნილი "ალფა-რომეო" რეკორდულ ფასად გაიყიდა

მეორე მსოფლიო ომამდე შექმნილი ალფა-რომეო რეკორდულ ფასად გაიყიდა.

რეტრომობილების გამოფენა-გაყიდვა პარიზში გაიმართა.

წითელი ფერის რარიტეტი 1939 წელსაა გამოშვებული და სხვა ამავე პრეიოდში შექმნილი მანქანებისგან განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა, მათ შორის აქვს ორმაგი კომპრესორი და 8 ცილინდრიანი ძრავი.

აუქციონზე საწყისი ფასი 11 მილიონი დოლარი იყო. რეტრომობილი 19 მილიონ დოლარად ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა.

ალფა რომეოს გარდა, აუცქიონზე კიდევ რამდენიმე რეტრომობილი გაიყიდა და ჯამში ნავაჭრმა 32 მილიონი ევრო შეადგინა.

დღის ამბები