26 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
"უხვი ნალექიც კი საშიშია ამ კორპუსისთვის... დიდი ტრაგედია დატრიალდება" - ვარკეთილში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-13 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსი ავარიულია და იქ ცხოვრება მაღალი საფრთხის შემცველია.

კორპუსის რეაბილიტაციაზე თბილისის ბიუჯეტიდან 1.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მერიამ რეაბილიტაცია საერთოდ შეაჩერა, რადგან აღდგენით სამუშაოებს აზრი აღარ აქვს.

„უხვი ნალექიც კი საშიშია ამ კორპუსისთვის, თითოეულ ოჯახს, სულ მცირე, ორი ბავშვი მაინც ჰყავს. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება და მერე ვის უნდა რამის გაკეთება? ჩვენ მხოლოდ კორპუსის გამაგრებას ვითხოვთ და არა კორპუსის ახლიდან აშენებას, რომ უსაფრთხოდ დაიძინოს ხალხმა... თურმე, მილიონნახევარი კი არა, ორმილიონნახევარი სჭირდება მხოლოდ გამაგრებას. ვერ ვხვდები კორპუსის გამაგრებას ორმილიონნახევარი რატომ უნდა დასჭირდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები