26 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, დაისჯები ძალიან მწარედ - გოცირიძე "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპრებას, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომენ გოცირიძემ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წევრებს დაენგრათ ილუზიები იმის შესახებ, რომ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და რამის კეთება შეუძლიათ. გოცირიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს ქვეყანაშიც და პარტიაშიც იღებს ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს, არავინ არაფერს ეკითხება.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ორი არჩევანი აქვთ - ან ეგუებიან მორჩილებას ან ტოვებენ მმართველ გუნდს.

„ეს უმრავლესობა არ არის ის, რაც იყო. ის ილუზიები გაუქრათ, რომ მოდიოდნენ ენთუზიაზმით და ეგონათ რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ. ფაქტია, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს ერთადერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, ესე იგი დაისჯები ძალიან მწარედ. ან უნდა შეეგუო ასეთ მორჩილებას ან უნდა წახვიდე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები