26 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
"მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ძალიან ხშირად ექმნებოდა" - მამუკა ბახტაძე მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე

იუსტიციის სამინისტრომ დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმა შეაჯამა. უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე 500 ათას ადამიანს საშუალება მიეცა მისი ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწა სრულიად უფასოდ დაერეგისტრირებინა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 30 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. უწყება მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ პროცესი პირველ ივლისს დასრულდება. დღევანდელ პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მესაკუთრის უფლებები იყოს დაცული.

„ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან. დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, ისარგებლა ამ რეფორმით. დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტიურად აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან, გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ძალიან ხშირად ექმნებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავე დროს ვახალისებთ ამ პროცედურას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები გახლავთ ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები