26 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულებიდან უკვე მეორე პირი, ზარდიაშვილის ახლობელი აღმოჩნდა

ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე სულ სამი პირია დაკავებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან ერთად დაკავებულია გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე. სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. აქედან კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ ისნის გამგეობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კიკნაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა, დასუფთავების სამსახურში დაასაქმეს. პარალელურად კი ის ისანში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილთან მის ნათესაურ კავშირს, "კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. ისინი ერთობლივად ფლობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კომერციულ ფართს, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ. კიკნაძე ხშირად მონაწილეობს თვითმმართველობის ორგანოს ღონისძიებებში, სადაც ის საკრებულოს დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ჩნდება. "კურიერმა" ის ფოტომასალაც მოიპოვა, სადაც კიკნაძე და ზარდიაშვილი ერთად არიან გადაღებულები.

შეგახსენებთ, რომ "კურიერმა" გუშინ გაასჯაროვა ინფორმაცია ნორვეგიაში ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის დაკავების შესახებ.

 

დღის ამბები