17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე," - ზაალ უდუმაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე საუბრობს

საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია დღეს შეკრებას გეგმავს. შეხვედრას 21 პარტია დაესწრება. მთავარი განსახილველი საკითხი მომავალი სტრატეგიაა. დღეს ისინი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საბოლოო პოზიციებს შეაჯერებენ. ხვალ კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მათ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 2020 წლისთვის ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს სრულიად ყველა პოლიტიკური პარტია მინუს "ქართული ოცნება," ასე რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე, არა პოლიტიკურ პარტიებთან და არა ოპოზიციასთან არამედ ქართულ მოსახლეობასთან,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ იკრიბებიან მთავარ მიზანზე მსჯელობისთვის და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

"მთავარი აზრი არის ის, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე, აეს არის ჩვენი ამოცანა,"-აცხადებს ლევან თარხნიშვილი. 

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა კი განმარტავს, რომ თუ პროპორციული სისტემა არ დამკვიდრდება, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება. 

"მიგვაჩნია რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემის გარეშე აკარგვინებს ყველანაირ შანსს ქვეყანას იმისა რომ ამ არჩევნებს რაღაცნაირად დემოკრატიული უწოდო,"-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

დღის ამბები