17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს შესაძლოა, 8 მოსამართლე უვადოდ გაამწესოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს 8 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უნდა იმსჯელოს. შესაძლოა, ისინი დღესვე დაამტკიცონ. მათ შორის ერთ-ერთი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის მოსამართლე ეკა არეშიძეა, რომელმაც საქმე პირველ ინსტანციაში განიხილა. 8 მოსამართლეს შორის არიან საქალაქოსა და სააპელაციოს 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეები, რომლებმაც ერთი წლის წინ მიმართეს საბჭოს უვადოდ გამწესების თაობაზე. არამოსამართლე წევრები საბჭოს ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საბჭომ ხელოვნურად გაწელა ეს პროცესი და ახლა დაჩქარებულად აპირებს მათი საკითხის განხილვას.

"საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, ერთის მხრივ აკეთებენ სრულიად სხვა საქმეს, ანუ აჩერებენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და ამავდროულად მერე მართავენ დიდ სხდომებს იმისათვის რომ თითქოს ვინმე ებრძვის სასამართლო სისტემას და თითქოს უვადო დანიშვნები მათთვის პრიორიტეტია,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი. 

დღის ამბები