26 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
სტუდენტები ილიაუნის რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ და ვადას ხვალ 22:00 საათამდე აძლევენ

სტუდენტების ულტიმატუმი განათლების მინისტრს - ილიაუნის ბიზნესსკოლას სტუდენტები მიხეილ ბატიაშვილისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მინისტრს საქმეში გასარკვევად დრო ხვალ საღამოს 10 საათამდე აქვს.

სტუდენტები ულტიმატუმს ილიაუნის რექტორსაც უყენებენ. ისინი გიგა ზედანიას თანამდებობის გადადგომისთვის ვადას უწესებენ.  

სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი ხვალ 22:00 საათამდე არ გადადგება, შიმშილობას დაიწყებენ.

სტუდენტების ულტიმატუმს ილიაუნის რექტორის მოადგილე გამოეხმაურა. ნინო დობორჯგინიძის თქმით, ახალგაზრდების პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია.

სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ასევე ახალგაზრდები დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები