26 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ, დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად,  1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6413 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6420 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.9791 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9778 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

დღის ამბები