02 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
"ერთმნიშვნელოვნად ნაცვლიშვილი-რამიშვილის სტილია" - თინა ხიდაშელი TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ შავი პიარზე

„ერთმნიშვნელოვნად ნაცვლიშვილი-რამიშვილის სტილია,“ - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ ნეგატიურ კამპანიას.

თინა ხიდაშელის თქმით, სოციალურ ქსელში დაწყებული შავი პიარს ლაშა ნაცვლიშვილი და შალვა რამიშვილი კურირებენ.

„სტილისტიკას თუ შევხედავთ, ერთმნიშვნელოვნად ნაცვლიშვილი-რამიშვილის სტილია, რომ კითხულობ ამ პოსტებს სიტყვებით, წინადადებების წყობით, თუ იცნობთ ამ ადამიანებს, უცბად შეგიძლია, მიხვდე, ფიზიკურად ვისი დაწერილია. აქ იმაზეც არ არის ლაპარაკი, რომ უბრალოდ რაღაც ჯგუფი შეკრიბო და უთხრა, რომ ახლა ეს უნდა გავაკეთოთ, ბიჭებო და მერე ყველამ თავისი რამე ქნას. არა, ყველა სიტყვა გაკონტროლებულია ამ გზავნილებში, ამიტომ აქ მე კითხვები არ მაქვს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული გვერდები არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

თიბისი ბანკმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას ეხებოდა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები