26 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ძალადობა ახალგაზრდებზე პოლიციის განყოფილებაში - შსს ნაცემი მსჯავრდებულების საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს

ძალადობა და თავდასხმა ახალგაზრდებზე პოლიციის განყოფილებაში - შაბათის კურიერში რეპორტაჟის  გასვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ მასალას გამოეხმაურა.

საქმე ეხება სამი ახალგაზრდის ოჯახის ინფორმაციას, რომლებიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ოჯახმა კურიერს ძალადობის ამსახველი კადრებიც მიაწოდა.

პოლიცია ნაცემი მსჯავრდებულების საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა პოლიციის შენობის დარბევა სცადეს და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, რა დროსაც პოლიციამ ძალა გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს რამდენიმე საათიანი დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის 4 ფრაგმენტი გაავრცელა.

პოლიციის ინფორმაციით, სამივე დაკავებული ყაჩაღობაშია ბრალდებული და წარსულში ნასამართლევები იყვნენ.

დღის ამბები