06 მაისი 2024,   13:05
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდის ცენტრში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს.

მოქალაქე დოლარის საყიდლად მივიდა და გამყიდველს სთხოვა, მისთვის, რაც შეიძლება, წვრილი კუპიურა მიწოდებინა. მას შემდეგ, რაც ჯიხურის თანამშრომელმა ფულის გადათვლა დაიწყო, მთლიანი შეკვრა მოქალაქემ მას ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა. ჯამში, 2 ათას დოლარამდეა წაღებული.

ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

პოლიციამ მიმდებარე ტერიოტრიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები