04 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა... გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს, - ბესელია

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, ეკა ბესელია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს. ეკა ბესელიას განცხადებით, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ის საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს.

„გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მიზნების მისაღწევად ის ყველა ღონეს მიმართავს თანაგუნდელებთან ერთად.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ბესელიამ წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადადებასთან დაკაშირებით პარლამენტის მიერ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდება გახდა. ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერის გამოც გააკრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა. 

დღის ამბები