26 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
ყველა ტიპის სპეკულაცია, რომ ამაში ურევია რუსეთის ხელი, არის ძალიან ზედაპირული შეფასება - წულუკიანი TBC-ის საქმეზე საუბრობს

TBC-ის გარშემო საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გამოეხმაურა თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, იმაზე საუბარი, რომ TBC ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ხელი ურევია, არის სპეკულაცია და ამ საკითხის ზედაპირული შეფასება.

„ყველა ტიპის სპეკულაცია, რომ ამაში ურევია რუსეთის ხელი ან რუსეთის ინტერესის გატარება ხდება, არის ძალიან ზედაპირული შეფასება რბილად რომ ვთქვა მიმდინარე მოვლენების, რადგან თავად ბანკის აქციონერებმა პრინციპში დაადასტურეს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი, ფაქტებზე დაყრდნობით და საფუძვლიანი, ამიტომაც რაც ნაკლებად შევეხებით ბანკს იმ ფორმით, კერძოდ კი სპეკულაციების გავრცელებით, ვფიქრობ მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვისაც. როდესაც ხელმძღვანელობა ბანკს იყენებს არამიზნობრივი დანიშნულებით, რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ შემოწმება ჩაატაროს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები