02 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევა პარლამენტში - ენმ-ის ინიციატივას უმრავლესობა ეხმაურება

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, რომ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტში სპეციალური სხდომა იყოს მოწვეული, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

ენმ-ის ინიციატივით, სპეციალურ სხდომაზე მსჯელობა ანაკლიის პროექტის პერსპექტივებზე წარიმართება.

ოპოზიციაში თვლიან, რომ თიბისის დამფუძნებლებზე მიტანილი იერიში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოსთვის სტრატეგიული პორტის განვითარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციას ახალი რეგლამენტის თანახმად, მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა აქვს.

„ამ ფორმების მიხედვით დადგება, განიხილება კომიტეტზე და შესაბამისად, იქნება. მე განსაკუთრებულ ბარიერებს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ახალი რეგლამენტის მოქმედება უკვე დავინახეთ, ყოველ სასესიო კვირას გვყავს მინისტრები, არც საკომიტეტო მოსმენებში არის ამის ნაკლებობა და მე ვფიქრობ, არანაირი ბარიერი არ იქნება, ოღონდ ოფიციალურად უნდა გამოხატონ ეს სურვილი, მარტო განცხადება არ იქნება, ალბათ, საკმარისი,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები