26 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
სათხის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია თანამედროვე მეთოდით გაგრძელდება

დაბა კაზრეთში სათხის სამონასტრო კომპლექსის აღდგენით სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტები ერთვებიან.

სათხის მონასტერი იქნება საქართველოში პირველი ისტორიული ძეგლი, რომლის რესტავრაციაც თანამედროვე მეთოდით მოხდება. იტალიელი ექსპერტი სტეფანო ვოლტა ქვემო ქართლში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა.

ძეგლის მნიშვნელობაზე მისი არქიტექტურაც საუბრობს. დარბაზული ტიპის ეკლესია ორნამენტული პლასტიკით მორთული სარკმელებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიული წარწერებითაა გამორჩეული. ფრესკის ძირითადი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა, გარკვეული ნაწილი დღემდე შემორჩა.

კანკელი, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება, 1900 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მისი გადარჩენის მიზნით ჩამოიტანა.

2021 წლისთვის, როცა ეკლესიის რესტავრაცია უნდა დასრულდეს, შესაძლოა, იქ სამონასტრო ცხოვრებაც განახლდეს.

დღის ამბები