26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
"მინდა, რომ ასეთი საკითხები სამართლებრივ ჭრილში წყდებოდეს და არა პოლიტიკურში" - ეკა ბესელია რუსთავი2-ის საქმეზე

რუსთავი2-ის საქმე - პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არჩევანის ეთერში აფასებს.

დეპუტატი კვლავ აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და არა პოლიტიკურში.

„ასეთი საკითხები მინდა, რომ სამართლებრივ ჭრილში წყდებოდეს და არა პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის ჩემი პოზიცია,“ - ამბობს ბესელია.

ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

„საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება, რომლითაც შეფასდება, რომ ქართულმა სასამართლომ შეძლო თუ არა, დაცული ყოფილიყო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ანუ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება,“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები