26 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
უცხოელმა აგრონომებმა ქართველ ფერმერებს ნუშისა და კაკლის წარმოების მასტეკლასი ჩაუტარეს

მასტერკლასი ნუშისა და კაკლის მწარმოებლებისთვის - 50-მდე ფერმერს საკუთარი გამოცდილება ამერიკელმა და იტალიელმა აგრონომებმა გააცნეს.

მასტერკლასის მიზანი ამ დარგში აგრონომიული ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. შეხვედრაზე პროდუქტის ხარისხისა და სტანდარტების გაუმჯობესების გზებზე, ასევე ევროპულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაზეც ისაუბრეს.

„ფერმერებს ჰქონდათ საშუალება გაეზიარებინათ როგორ ამერიკული გამოცდილება აღნიშნულ ინდურსტრიაში, ასევე იტალიური გამოცდილება. მათ ქონდათ საშუალება, რომ მოესმინათ, გაეაზრებინათ, თუ როგორ კეთდება იმ ქვეყნებში, სადაც ეს დარგები საკმაოდ განვითარებულია და შემდეგ დაენერგათ საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა,“- აღნიშნა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა თორნიკე ლათათიამ.

დღის ამბები