26 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა სულ 5 პირი დააკავეს. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება კი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს მუცელში აღენიშნებოდა ჭრილობები, მეორეს კი ბარძაყის არეში. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. მესამე დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.

დღის ამბები