18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
ეს არ არის პირველად, რუსეთი ყოველთვის ირჩევს მუქარის გზას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინის მუქარას ეხმაურება

 

ეს არ არის პირველად, სამწუხაროდ რუსეთი ყოველთვის ირჩევს მუქარის გზას - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინის მიერ პრაღაში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას. ლაშა დარსალია აცხადებს, რომ რუსეთის ეს ტონი საქართველოსთვის ახალი არ არის თუმცა ამ მუქარას შედეგი ვერ ექნება.

 

„ამით ცდილობს მიაღწიოს გარკვეულ დათმობებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ჩვენ ჩვენი პარტნიორებთან ერთად, ამ მუქარებს ვერ ექნება შედეგი ვერანაირად,“-განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს და იმ კრიტიკას რომელიც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ისმის, რომ ამ შეხვედრების საქმის კურსში არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყებისთვის უცნობია რა საკითხებს განიხილავენ. ლაშა დარსალია ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია ყველა საკითხზე.

 

„ჩვენ ინფორმირებული ვართ ნებისმიერ აქტივობაზე რომელშიც თავისთავად საგარეო საქმეთა სამინისტროც არის ჩართული,“-განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა პრაღაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები