22 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
თუკი სამხრეთ კავკასიაში განვითარდება ნატო-ს სამხედრო აქტივობა, ეს პრობლემებს გამოიწვევს, - კარასინი საქართველოს ემუქრება

გრიგორი კარასინის მორიგი მუქარა. რუსულ გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოფიციალურ თბილისს არჩევანს სთავაზობს. კარასინის თქმით, თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ის რეგიონეული ხელშეწყობის ატმოსფეროს სამხრეთ კავკასიაში, თუ ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგს.

"თუკი სამხრეთ კავკასიაში განვითარდება ნატო-ს სამხედრო აქტივობა, ეს ადრე თუ გვიან პრობლემებს გამოიწვევს. ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ დაიწყო უკრაინის პრობლემები, ეს აბსოლუტურად იგივე საკითხია" -განაცხადა გრიგორი კარასინმა.

დღის ამბები