26 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
40 დაღუპული და 20 დაშავებული - ახალ ზელანდიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში და 40 გარდაცვლილი - შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.

ინტერნეტში თავდამსხმელის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ესვრის ის ხალხს. გამოძიებამ ჯერ არ იცის რამდენი ადამიანი მონაწილებდა თავდასხმებში. დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალია.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავსტრალიელია, რომელსაც მიგრანტებისა და მუსლიმების საწინააღმდეგო შინაარსის მანიფესტი აღმოჩნდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დახურულია ყველა სკოლა.

„აშკარაა, რომ მომხდარს მხოლოდ ტერორისტული თავდასხმა შეიძლება ვუწოდოთ. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც მიმაგრებული იყო ეჭვმიტანილთა მანქანებზე, ნაპოვნია. ამ ხალხს ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდათ და მათი ადგილი არც ახალ ზელანდიაში და არც მსოფლიოშია. მუშაობს დაზვერვის სამსახურის ჯგუფი, პოლიცია. საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გავზარდეთ,“-განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა.

Daily Mail კი ავრცელებს ფოტო მასალას, რომლის მიხედვითაც ტერორისტებს, რომლებმაც 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ.

მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.

დღის ამბები