26 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ლანდშაფტის წარსადგენად საქართველოს ამერიკის მთავრობა დაეხმარება

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად ნუსხაში წარდგენისთვის ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარების პროცესში საქართველოს ამერიკის მთავრობა დაეხმარება.

მემორანდუმის საფუძველზე საერთაშორისო განვითარების სააგენტო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებზე დასაქმებულ პერსონალს სპეციალური ტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშნელოვანი დღეა, როდესაც USAID პროგრამის ზრდის მიმართულებასთან   და პროგრამასთან ეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი, რომელიც გულისხმობს, პირველი, ვარძია-ხერთვისი - ოლოდას როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის, ასე ვთქვათ, ღირებული ობიექტის ნუსხაში შეყვანას,“- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

დღის ამბები