26 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
ქურდობის მცდელობა მაღაზია "8000 მოსავალში" - ჩატეხილია შესასვლელი კარი

აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია "8000 მოსავალი" მეპატრონეებს დღეს გატეხილი დახვდათ. ჩამსხვრეულია შესასვლელი კარის შუშა, თუმცა თანამშრომლებისა და სამართალდამცავების განცხადებით, დამანშავეებმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. 

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე, ქურდობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები