06 მაისი 2024,   11:54
ვრცლად
ამბობს კობახიძეს, მაგრამ რეალურად ისრები მიმართულია ივანიშვილზე - ვოლსკი ბესელიას აკრიტიკებს

„ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის მთავარ ნარატივად გაიხადოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყოფილი თანაგუნდელის მწვავე შეფასებები მიმართულია არა უშუალოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ბესელია პოლიტიკურ ასპარეზზე ნიშის დამკვიდრებას ცდილობს.  

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი„გული მწყდება რომ ეკა ბესელიამ, საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, მებრძოლმა ადამიანმა თავისი პოლიტიკური ისტორიით გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა.

"ეს ამბობს ირაკლი კობახიძეს, იქ ვიღაც გვარებს ახსენებს, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, სიცრუე, ტყუილი, მაგრამ რეალურად ისრები, რასაკვირველია, მიმართულია ბიძინა ივანიშვილზე. აქ სწორედ ეს არის თემა მთავარი, გეგმა, რატომ სჭირდება ეს, რასაკვირველია, აი, ამ პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი ნიშის დამკვიდრება და აი, ეს აქვს აღებული თავის მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიაზე განაცხადა, რომ მას დახმარება სჭირდება, რასაც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ბესელიას თქმით, სანამ ირაკლი კობახიძე პარლამენტს გადაწვავს, სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს.ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა

ამავე თემაზე
დღის ამბები