26 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
მთაწმინდის საბაგიროს რეაბილიტაცია - ოპოზიცია მერიას პროექტის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

რა აფერხებს მთაწმინდაზე ახალი საბაგირო გზის გახსნას - ოპოზიცია დედაქალაქის მერიას პროექტის ხელოვნურ ჩაგდებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების"“ ხელისუფლებამ საბაგიროს გახსნა არა ერთხელ დაანონსა, თუმცა პირობა ვერც ერთხელ შეასრულა. ის ეჭვობს, რომ პროექტი მიზანმიმართულად ფერხდება.

უკმაყოფილოა გაბაშვილის ქუჩის 6 ნომრის მოსახლეობაც. საბაგიროს ასაშენებლად ამ მისამართზე მცხოვრებთა სრული გასახლებაა საჭირო. საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციას გაბაშვილის 6 ნომრის ტერიტორია, ეზოთი და საცხოვრებელი ფართებით, თითქმის მთლიანად სჭირდება. პროექტი გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს. 

ეზოში 11 ოჯახი ცხოვრობს. დედაქალაქის მერიამ მოლაპარაკებები ოჯახების უმეტესობასთან უკვე დაასრულა. თანხა, რომელსაც ხელისუფლება 11 ოჯახს სთავაზობს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.

მერიის გადაწყვეტილებით, საბაგიროს რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 2016 წელს დაევალა. კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტი მზად არის, თუმცა მის განხორციელებას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები აფერხებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მთაწმინდის საბაგირო, რომელიც, თითქმის 29 წელია გაჩერებულია, 2019 წელს გაიხსნება.  

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

დღის ამბები