02 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ამერიკის სენატი უკრაინის მორიგ რეზოლუციას განიხილავს

ამერიკის სენატი უკრაინის მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციას განიხილავს, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოებაა. დოკუმენტის მიხედვით, სენატი მოუწოდებს პრეზიდენტს იმუშაოს პარტნიორებთან, შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად და მრავალეროვნული ოპერაციების ჩასატარებლად.

სენატი ასევე მოუწოდებს ნატოს, მოკავშირეთა ინტერესების დაცვის მიზნით გააძლიეროს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიეროს.  სენატორები თვლიან, რომ უნდა დაწესდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სენატი ასევე, მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არ დაუშვან რუსული სამხედრო გემები მათ პორტებში და შეაჩერონ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" პროექტის განხორციელება.

სენატის საგარეო კომიტეტი დოკუმენტს ოთხშაბათს დაამტკიცებს.

დღის ამბები