06 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება - დაკავებულია ორი პირი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამზადებული იქნა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე 600 აშშ დოლარის საფასურად გასაღდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

დღის ამბები