02 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე იყო გასული წლის - ეკა ბესელია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

ეკა ბესელია პარლამენტს მოუწოდებს ომბუდსმენის ანგარიშზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს. მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მწვავეა და ის შენიშვნები, სადაც პოლიტიკურ დევნაზე, ანგარიშსწორებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზეა საუბარი, დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

„აშკარად ჩანს, რომ არის ბევრად უფრო კრიტიკული ეს ანგარიში ვიდრე იყო გასული წლის.  და მაწუხებს ეს იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენ ის ტემპი რაც გვქონდა გასული წლების განმავლობაში არ უნდა გაუარესდეს და ეს კრიტიკული შენიშვნები და ფაქტები სადაც გამოუძიებელ საქმეებზეა საუბარია, სადაც უფლებების დარღვევების სერიოზულ შემთხვევებზეა საუბარი ეს იწვევს ძალიან დიდ წუხილს და საჭირო იქნება პარლამენტმა აიღოს საკონტროლო ფუნქცია და ძალიან მკაცრი რეაგირება მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს რომ ამ ფაქტებზე რომელზეც მიუთითებს სახალხო დამცველი იყოს კონკრეტული შედეგები უმოკლეს ვადებში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები