02 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
პოლიტიკური სასამართლო პროცესები და ზეწოლა მედიაზე - სახალხო დამცველის მწვავე ანგარიში

პოლიტიკური სასამართლო პროცესები და ზეწოლა მედიაზე - ამ ორ პრობლემას სახალხო დამცველის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა. 447-გვერდიან დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის განაჩენი, ვანო მერაბიშვილის საქმე, ნიკა მელიას დაკავება მოხვდა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განაჩენის გამოტანისას სასამართლომ დაბალი სტანდარტი გამოიყენა. სააკაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე განაჩენი გამოტანილი იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. სახალხო დამცველი საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა და ამბობს, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ არა ზოგადი, არამედ უფრო კონკრეტული მუხლი უნდა იყოს გამოყენებული.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, ციხიდან გაყვანის საქმეზე ამ დრომდე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის, და არც დამნაშავეა გამოვლენილი.

ანგარიშში მოხვდა რუსთაველზე ნიკა მელიას დაკავების ფაქტი. სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი უკანონოდ დააკავეს.  

ომბუდსმენი ანგარიშში მედია გარემოსაც აფასებს.

ნინო ლომჯარიასთვის შემაშფოთებელია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გაუჩინარების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

დოკუმენტში ასევე საუბარია რუსთავი2-ის საქმეზე, სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებსა და ტელეკომპანია იბერიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ანგარიშში ასევე განხილულია არჩევნები და ია კერზაიას საქმე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები